Intra გიცავთ DNS-ის მანიპულაციისგან, კიბერთავდასხმისგან, რომელიც გამოიყენება ახალი ამბების საიტებზე, სოციალური მედიის პლატფორმებსა და შეტყობინებების აპებზე წვდომის დასაბლოკად.
01
მეტი ღია წვდომა ინტერნეტზე
Intra გაძლევთ წვდომას ვებსაიტებსა და აპებზე, რომლებიც დაბლოკილია DNS-ით მანიპულაციის შედეგად, რაც ონლაინ ცენზურის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა.
02
ციფრული თავდასხმებისგან დაცვა
Intra ხელს უწყობს თქვენს დაცვას ფიშინგისა და მავნე პროგრამებისგან. ეს თავდასხმები გამოიყენება პერსონალური ინფორმაციის მოსაპარად, როგორიცაა მომხმარებლის სახელები და პაროლები, ან თქვენს მოწყობილობაზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისთვის თქვენი გადამისამართებით ყალბ ვებსაიტებზე.
03
ულიმიტო დაცვა ერთი დაწკაპუნებით
Intra გამოსაყენებლად უფრო მარტივი ვერ იქნებოდა — უბრალოდ დატოვეთ და დაივიწყეთ. Intra არ შეანელებს თქვენს ინტერნეტ-კავშირს და არ არის ლიმიტი მონაცემთა მოხმარებაზე.
04
ტექნოლოგია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
Intra კონფიდენციალურად ინახავს თქვენს ინფორმაციას. ჩვენ არ ვადევნებთ თვალს აპებს, რომლებსაც იყენებთ, ან ვებსაიტებს, რომლებსაც სტუმრობთ.
Intra-ს მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი DNS სერვერის პროვაიდერის პარამეტრების დაყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სერვერი, ან აირჩიოთ პოპულარული პროვაიდერებიდან, როგორიცაა Cloudflare ან Google.
მუშაობის პრინციპი
Intra დაშიფრავს თქვენს ინტერნეტ-კავშირს დომენური სახელის სისტემის (DNS) საჯარო სერვერთან. DNS სერვერები კონტაქტების სიის მსგავსად მუშაობს — როდესაც ინტერნეტს იყენებთ, თქვენი DNS სერვერი გაწვდით ზუსტ მისამართებს, რომლებიც გჭირდებათ ვებსაიტის მოსანახულებლად ან აპის გასახსნელად.
თუმცა DNS სერვერები შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ დაგიბლოკოთ წვდომა ან გადაგამისამართოთ ყალბ ვებსაიტებზე. DNS სერვერებთან თქვენი კავშირის დაშიფვრით Android მოწყობილობაზე, Intra გეხმარებათ, შეუძლებელი გახდეს შედეგებით მანიპულაცია, რომ ინტერნეტზე უსაფრთხოდ წვდომა შეძლოთ.